წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 263 მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 263 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004

მიღების თარიღი მაისი 28, 2004

მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილმა (მცხოვრები ქ. თბილისი ატენის ქ.N20, ბ.60, პირადობის მოწმობა N   0056728)  კომისიას მიმართა განცხადებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 31000789;  20.05.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს საკაბელო სატელევიზიო ქსელის მოდულატორებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 31000789;  20.05.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეტა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები