წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 264 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 264 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004

მიღების თარიღი ივნისი 04, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 4 ივნისის     N 29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1.            წარმოდგენილ N 29 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:

·  შპს „საქართველოს ტელეკომის„ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასადელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს.                          კ. ყურაშვილი – იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);

·           საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულოსთვის, შპს „ჯეოსელი„-სთვის და                  ი/ს „ციცინო ივანაშვილი„-სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 29 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები