წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 266 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 11 მაისის ¹ 286 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 266 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004

მიღების თარიღი ივნისი 04, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 11 მაისის N 286 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ქართული სატელეფონო კომპანიამ” GTC N 547 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეთა ზოლის ცვლილებების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 547 რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურებას 1890-1900 მგჰც და 1920-1930 მგჰც სიხშირული დიაპაზონების გამოყენებით.                                      

შპს „ქართული სატელეფონო კომპანიამ” GTC კომისიის N 35, 20.12.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში.

2001 წლის 11 მაისს კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 286 „2000 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ხელახალ რეგისტრაციაში გატარებული ლიცენზიების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ„. მოდიფიცირებული იქნა კომპანია შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის„ GTC ლიცენზია N 547. ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება 1880-1900 მგჰც, 1900-1910 მგჰც და 1920-1930 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის გარდა)„.

საქართველოში სიხშირული რესურსის ოპტიმალური გამოყენებისა და 1920-2200 მგჰც სიხშირეთა დიაპაზონში, კომპანია შპს „ქართული სატელეფონო კომპანია„ GTC მიერ დაკავებული 10 მგჰც სიგანის ზოლის (1920-1930 მგჰც) შემცირების მიზნით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია დააკმაყოფილოს კომპანიის თხოვნა და აღნიშნული ზოლი შეიცვალოს 5 მგჰც სიგანის  ზოლით (1974.375-1979.375 მგჰც)იმავე დიაპაზონში.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მულის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება კომისიის 2001 წლის 11 მაისის N 286 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის 30-ე ქვეპუნქტში, N 547 ლიცენზიაში და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურება 1880-1900 მგჰც, 1900-1910 მგჰც და  1974.375-1979.375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა)„;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

                                                        

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები