გადაწყვეტილება N 267 სს „სახალხო ბანკისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004
მიღების თარიღი ივნისი 04, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს სახალხო ბანკმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 27 მარტის N 4/5-1 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 09065/707, 28.04.04), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. სს სახალხო ბანკს„, ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (N 240/13, 21.05.04.) მიენიჭა სიხშირე. მაღალსიხშირული მოწყობილობა საქართველოში შემოტანილია კომისიის მიერ გაცემული გადაწყვეტილების (N 183/7; 16.04.04.) საფუძველზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა სს სახალხო ბანკს„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს სს სახალხო ბანკმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
