წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 268 შპს “კასტელი-საქართველოსთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 268 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004

მიღების თარიღი ივნისი 04, 2004

შპს „კასტელი-საქართველოსთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „კასტელი-საქართველომ„ კომისიას მიმართა განცხადებით (10.05.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის (მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია ინტერნეტ-კავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის  და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით სარგებლობისთვის.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „კასტელი-საქართველოს„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.უზრუნველყოს შპს „კასტელი-საქართველომ„ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე

                                                                                                                    

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები