გადაწყვეტილება N 269 შპს “სეტი“-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004
მიღების თარიღი ივნისი 04, 2004
შპს „სეტი„-სათვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ,,სეტ-მა (რეგისტირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 მაისის დადგენილებით, რეგისრტაციის N5/4-3940) კომისიას მიმართა განცხადებით (18.05.2004 N7/177-04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „სეტ”-ს ერთი წლის ვადით შემდეგი სახის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების წარმოებაზე:
ა) სატელევიზიო და რადიო გადამცემები;
ბ) სატელევიზიო და რადიო რეტრანსლიატორები;
გ) სატელეფონო რადიოდამაგრძელებლები;
დ) მოწყობილობები რადიოსარელეო ხაზებისათვის;
ე) საკაბელო ტელევიზიის მოდულატორები, გამაძლიერებლები და მათი აქსესუარები;
2. უზრუნველყოს შპს „სეტ”-მა მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა.
3. უზრუნველყოს შპს „სეტ”-მა მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება.
4. უზრუნველყოს შპს „სეტ”-მა მის მიერ წარმოებული რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის ნებართვის მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე)
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
