გადაწყვეტილება N 27 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004
მიღების თარიღი იანვარი 16, 2004
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (16.01.04.) სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დელეგაციის წევრების საქართველოში ყოფნის პერიოდში რადიოკავშირის დამყარების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ„ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დროებით (ა/წლის 20 30 იანვარი) 418.050 მგჰც, 409.050 მგჰც, 412.825 მგჰც და 412.8625 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2.შეტანილი იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
