წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 270 შპს „საქართველოს ტელეკომის“ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 270 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004

მიღების თარიღი ივნისი 04, 2004

შპს „საქართველოს ტელეკომის„ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N04-149 05.03.2004) მიმართა შპს „საქართველოს ტელეკომმა„ N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ „საქართველოს ტელეკომის„ სახელზე გაცემულია ლიცენზია N15 (29.03.1994წ.) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ქსელით მომსახურებაზე.  შპს „საქართველოს ტელეკომმა„ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის  შესახებ„ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ტელეკომმა„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა წარმოადგინოს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს „საქართველოს ტელეკომის„ მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული "რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესრულების დასადგენად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2004 წლის 16 აპრილს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N176  „შპს  „საქართველოს ტელეკომის„ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ„, რომლის თანახმად, შპს „საქართველოს ტელეკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განესაზღვრა 2004 წლის 31 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „საქართველოს ტელეკომ„-ის მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად.  2004 წლის 28 მაისს შპს „საქართველოს ტელეკომმა„ კომისიას შეატყობინა (წერილი  N04-306), რომ  დოკუმენტაციას სრულყოფილად წარმოადგენს უახლოეს პერიოდში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის  თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია  განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარმოდგენის ვადა„.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს შპს „საქართველოს ტელეკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა  მიმიდინარე წლის 21 ივნისამდე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი 7ა 6 თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                                          ვ. აბაშიძე

შპს „საქართველოს ტელეკომს

„დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის

 ვადის განსაზღვრის შესახებ”

გიგზავნით „შპს „საქართველოს ტელეკომი„-ს N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი  ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ„ კომისიის  2004 წლის 4 ივნისის #270/22 გადაწყვეტილების ასლს.

კომისიის

აპარატის უფროსი:                                                                         ი. ხარებავა

დანართი: კომსიიის 2004 წლის 4 ივნისის  #270/22 გადაწყვეტილების ასლი  –  2 ფურცელი, 1 ეგზ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები