გადაწყვეტილება N 273 ი/ს “ციცინო ივანაშვილისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2004
მიღების თარიღი ივნისი 04, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ
ი/ს „ციცინო ივანაშვილმა„ (საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 05/18133; 25.03.03.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 25.05.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 3473 და N 3472, 04.05.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემები და სატელიტური ტელეფონი) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ი/ს „ციცინო ივანაშვილს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 3473 და N 3472, 04.05.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ი/ს „ციცინო ივანაშვილმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
