წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 277 ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 277 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2004

მიღების თარიღი ივნისი 11, 2004

ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა   კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/01-64, 25.05.04) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში  რადიო სამოდემო კავშირისთვის  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე განსაზღვრულია მონაცემთა გადაცემის ფართოზოლოვანი ტექნოლოგიის სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომლის საშუალებით ქ. თბილისის ლოკალური ქსელის სადგურები დაუკავშირდებიან საქართველოს სეისმური სამსახურის ცენტრალურ სადგურს                           და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულ სამსახურს  918.100 მგჰც  სიხშირე (230 კჰც სიგანის ზოლით) ერთი წლის ვადით ქ. თბილისში რადიო სამოდემო კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა  კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები