გადაწყვეტილება N 28 საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
1 ზონა: ქ.თბილისი
2 ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს
რაიონები.
3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,
დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.
4 ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის,
ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.
5 ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,
თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.
6 ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.
7 ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,
თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის
რაიონები
8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,
ლენტეხის რაიონები
9 ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.
10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.
საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 24 ოქტომბერი 12 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2003 წლის 24 სექტემბერი 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 526,360 (ხუთას ოცდაექვსი ათას სამას სამოცი) ლარით.
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.
კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2„-მა და შპს ტექნო-მედიამ„. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 , 2003 წლის 22 ოქტომბერი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად საჯარო საკონკურსო სხდომა გაიხსნა 2003 წლის 24 ოქტომბრის 12 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ როგორც ლიცენზიის მაძიებელი სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე მასმედიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ საკონკურსო სხდომის გახსნისთანავე გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან ადგილი აქვს კომისიაზე არასათანადო ზემოქმედების მცდელობას, კომისიის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე ან მის რომელიმე წევრზე არასათანადო ზემოქმედება და კომისიის საქმიანობაში არასამართლებრივი ჩარევა დაუშვებელია, ხოლო, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედების და ჩარევის მცდელობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, კომისიონერის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებით და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას,„ კომისიამ მიიჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომის წარმართვა მიზანშეუწონელია და მიიღო გადაწყვეტილება N550/10 საკონკურსო სხდომის შეჩერების შესახებ.
საკონკურსო სხდომა 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გაგრძელდა 2004 წლის 23 იანვარს, რის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე, ხოლო ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს დაეგზავნათ ტელეფონოგრამები.
კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომის დაწყებამდე შპს ,,ტექნო მედიამ უარი განაცხადა 31 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უკან დაბრუნება.
საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ: შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ე.კიწმარიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე ი.ენაგელი, კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ე.კიწმარიშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 526,360 ლარი (ხუთას ოცდაექვსი ათას სამას სამოცი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 526,360 ლარი (ხუთას ოცდაექვსი ათას სამას სამოცი).
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20% - 105,272 (ასხუთი ათას ორას სამოცდა თორმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 52636 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარის გამოკლებით (52636-ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 23 თებერვლამდე;
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% - 52636 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 23 თებერვლამდე;
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი
|
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 368 452 (სამას სამოცდარვა ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ბუღალტერიას (ი.აბულაძე) უზრუნველყოს სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის შპს ,,ტექნო მედია-სათვის დაბრუნება 10 დღის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2-სათვის საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
