წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 281 ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 281 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2004

მიღების თარიღი ივნისი 11, 2004

  ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ  ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 04/01-80, 08.06.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3464/ho, 25.02.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიომოდემები, რომლებიც გამოიყენება ციფრულ სეისმოგრაფიულ სისტემებში) გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულ სამსახურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3464/ho, 25.02.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები