გადაწყვეტილება N 283 სს ,,გლობალ ერთის’’ ¹586 და ¹1383, შპს ,,ტრანსკომის’’ ¹1298, სს ,,ეგრისის’’ ¹345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ ¹843 და სს ,,ტელენეტის’’ ¹1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2004
მიღების თარიღი ივნისი 15, 2004
სს ,,გლობალ ერთის N586 და N1383, შპს ,,ტრანსკომის N1298, სს ,,ეგრისის N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების N843 და სს ,,ტელენეტის N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის გადადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ კომისიის 2004 წლის 2 აპრილის N149 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში საერთაშორისო ტრაფიკთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელდა სატესტო ზარები, მიმიდინარე წლის 28 აპრილს და 6 მაისს, რაც გაფორმებულია ოქმების სახით ოქმი N1, ოქმი N3. ოქმებში მოცემულია: მოსკოვის ბირჟაზე კომპანიის რეგისტრაციის ნომერი; ბირჟაზე მითითებული ფასი; საქართველოს კომპანია, რომლის ქსელშიც ხდება ზარის დასრულება; ზარის განხორციელების დრო; ზარის ხანგრძლივობა; ზარის წამომწყები ნომერი; ბ„ ნომერი; მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული ნომერი.
სს საქართველოს ელექტროკავშირის„, შპს ახალი ქსელების„, შპს ახტელისა„ და შპს ჯეოსელის„ მიერ გადმოცემული მონაცემების, აგრეთვე შპს მაგთიკომიდან„ მიღებული კონკრეტული ბილინგის ამონაწერის საფუძველზე მიმდინარე წლის 5 მაისს და 7 მაისს შედგა ოქმები N2 და N4, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია ქსელის მფლობელ ოპერატორების ქსელებში ზარის დამსრულებელი საერთაშორისო ოპერატორების შესახებ.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარებისა და შესაბამისად შედგენილი ოქმების, სს საქართველოს ელექტროკავშირის„, შპს ახალი ქსელების„, შპს ახტელისა„ და შპს ჯეოსელის„ მიერ გადმოცემული მონაცემების, აგრეთვე შპს მაგთიკომიდან„ მიღებული კონკრეტული ბილინგის ამონაწერის საფუძველზე, დადგინდა, რომ მოსკოვის საერთაშორისო ბირჟაზე ზღვრულ ტარიფზე ნაკლები ტარიფით შესყიდული ზარები საქართველოში დასრულდა სს ,,გლობალ ერთის, შპს ,,ტრანსკომის, სს ,,ეგრისის, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების და სს ,,ტელენეტის ქსელის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს გლობალ ერთის„ N586 და N1383, შპს ტრანსკომის„ N1298, სს ეგრისის„ N345, შპს კეთილი ნების კომუნიკაციების„ N843 და სს,,ტელენეტი„ N1358, ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას ლიცენზიის მფლობელი მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესების დარღვევისათვის.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობები საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში, ამავე დროს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობა კომპანიებს (14.05.04 N02/617-04; 14.05.04 N02/618-04; 14.05.04 N02/619-04; 14.05.04 N02/620-04; 14.05.04 N02/621-04;) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 8 ივნისი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 1 ივნისს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა კავშირგაბმულობის ოპერატორების, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილულ იქნა სს გლობალ ერთის„, შპს ტრანსკომის„, სს ეგრისის„, შპს კეთილი ნების კომუნიკაციების„ და სს ტელენეტი„ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები. კერძოდ სს ,,გლობალ ერთის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებულ სატესტო ზარებზე არსებული საბილინგო მონაცემები, იმ საერთაშორისო ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულების დანართები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ზარები და შესაბამისი საბუღალტრო მონაცემები, ამავე დროს სს ,,გლობალ ერთის რწმუნებულის შპს ,,სანდო კონსალტინგის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილი (28.05.04 N091), რომლითაც რწმუნებული პირი ითხოვს საერთაშორისო ოპერატორებთან ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტების წარმოდგენის ვადის გასვლამდე სს ,,გლობალ ერთის N586 და N1383 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის ზეპირი მოსმენის გადადებას.
შპს ,,ტრანსკომის განმარტების შესაბამისად კომპანიას შპს ,,ჯეოსელიდან აღებული აქვს 2 სატელეფონო ნომერი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სატესტო და ტექნიკური დანიშნულების ზარებისათვის. შპს ,,ტრანსკომი ,,VolP eXchange ბირჟასთან არ აწარმოებს ფინანსურ და სხვა სახის ოპერაციებს ტრაფიკის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების არარსებობის გამო.
სს ,,ეგრისის წარმომადგენლის განცხადებით მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარები, რომლებიც ფიქსირებული ოპერატორების ქსელში დასრულდა სს ,,ეგრისის ქსელიდან, კომპანიის საეთაშორისო სადგურში შესულია რუსეთის კომპანიის ,,ტელეპორტ-ტპ-ის არხით. სს ,,ეგრისსა და ,,ტელეპორტ-ტპ-სს შორის გაფორმებული ხელშეკრულებთ ტერმინაციის საფასური შეადგენს 0.07 აშშ დოლარს საქართველოს ფიქსირებულ ქსელში და 0.125 აშშ დოლარს მობილური ოპერატორების ქსელში
შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად კომპანიის გამავალი და შემომავალი ტრაფიკების ტერმინაცია ხორციელდება შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად. წუთობრივი ტარიფი შეესაბამება კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაით დამტკიცებულ დებულებას ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფის დამტკიცების თაობაზე და 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულებას. როგორც უცხოურ, ისე საქართველოს კომპანიებთან ურთიერთანგარიშსწორება ხორციელდება შედარებული მონაცემების საფუძველზე. მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარები, რომლებიც დასრულდა შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების ქსელიდან კომპანიის სადგურში შესულია კომპანიების ,,Bis-inform- ის და ,,Sovintel-ის ქსელიდან და დასრულებულია სს ,,საქართველოს ელექტროკავშირის ქსელში. ასევე აღინიშნა, რომ შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებს არ გააჩნია მოწყობილობა IP სისტემით მომსახურებისათვის და ,,9-ით და ,,2-ით ინდექსირებული ქალაქის ტელეფონები, რომლებსაც არ გააჩნია საბილინგო ბაზა გადაყვანილია ,,31 და ,,92 ატს-ებში.
სს ,,ტელენეტის მიერ კომისიაში წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახებების დასრულებას სათანადო ხელშეკრულებების შესაბამისად სს ,,ტელენეტი ახორციელებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის ოპერატორის ,,როსტელეკომის სატელეკომუნიკაციო ქსელიდან. ხელშეკრულების შესაბამისად სს ,,ტელენეტის ტარიფი ,,როსტელეკომის კავშირგაბმულობის ქსელიდან შემოსული საერთაშორისო გამოძახებების საქართველოში დასრულების სანაცვლოდ შეადგენს თითოეული წუთისათვის 0.07 აშშ დოლარს ფიქსირებულ ქსელზე და 0.125 აშშ დოლარს მობილურ ქსელზე. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ანგარიშსწორება, მომსახურების ყოველი თვისათვის, წარმოებს ყოველი საანგარიში თვის შემდგომ თვეში, ანგარიშის წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ,,როსტელეკომისათვის გასაგზავნი ინვოისის კომისიაში წარმოდგენა მოხდება გაგზავნიდან მომდევნო დღეს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 1 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე, კომისიის წევრები: კ.პოპიაშვილი, დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 8 ივნისს კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე გადადგა თანამდებობიდან და კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა დ.ქიტოშვილი, კომისიის წევრს-კ.პოპიაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა 2004 წლის 11 ივნისს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 15 ივნისს 16 საათზე. ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარების შესახებ ეცნობათ სს ,,გლობალ ერთს, შპს ,,ტრანსკომს, სს ,,ეგრისს, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებს და სს ,,ტელენეტს.
2004 წლის 11 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების შესწავლისა და ამავე დროს კომპანიებიდან დამატებით საბილინგო მონაცემების წარმოდგენის, შესწავლისა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიზანშეწონილია სს ,,გლობალ ერთის N586, N1383, შპს ,,ტრანსკომის N1298, სს ,,ეგრისის N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების N843 და სს ,,ტელენეტის N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის გადადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტის, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს სს ,,გლობალ ერთის N586, N1383, შპს ,,ტრანსკომის N1298, სს ,,ეგრისის N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების N843 და სს ,,ტელენეტის N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა 2004 წლის 2 ივლისს 12 საათზე.
2. უზრუნველყონ სს ,,გლობალ ერთმა, შპს ,,ტრანსკომმა, სს ,,ეგრისმა, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებმა და სს ,,ტელენეტმა მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებულ სატესტო ზარებთან დაკავშირებული საერთაშორისო ოპერატორებთან ანგარიშსწორების ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენა 2004 წლის 28 ივნისამდე.
3. ეცნობოთ სს ,,გლობალ ერთს, შპს ,,ტრანსკომს, სს ,,ეგრისს, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებს და სს ,,ტელენეტს ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღი და დრო.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
