წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 284 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 284 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2004

მიღების თარიღი ივნისი 18, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 18 ივნისის     N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1.            წარმოდგენილ N 32 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:

·                       წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის, შპს „იბერიატელისთვის„, შპს „მზესთვის„ და შპს „მაგთიკომისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 32 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები