გადაწყვეტილება N 286 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 16 მარტის ¹96 და 2004 წლის 14 მაისის ¹226/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანისა და შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის“ ¹151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გა
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2004
მიღების თარიღი ივნისი 18, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 16 მარტის N96 და 2004 წლის 14 მაისის N226/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანისა და შპს ტელერადიოკომპანია ბორჯომის„ N151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადაანგარიშების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომმა” კომპანიის N 151 ლიცენზიით (ტელემაუწყებლობა ქ. ბორჯომში მე-7 სატელევიზიო მეტრულ არხზე 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით) განსაზღვრული სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის 50 ვტ-მდე გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის” სახელზე 1996 წლის 20 დეკემბერს გაცემული იყო ლიცენზია N151 (20.12.96), რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-7 სატელევიზიო მეტრულ არხზე 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ბორჯომი).
შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომი”-ს ლიცენზია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის N96 (16.03.01) გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა, ხოლო კომპანიამ კომისიის N97 (16.03.01) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისიის N7/9 (09.01.2004 წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „ტელერადიოკომპნია ბორჯომის„ N151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის„ მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (5 941 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (1 188 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (594 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
კომისიის 2004 წლის 14 მაისის N226/6 გადაწყვეტილებით შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომს„ გაუგრძელდა ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის„ განაცხადში სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის მომატებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ქ. ბორჯომის რთული რელიეფის გამო 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ვერ ხერხდება N151 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის სიგნალის მდგრადი მიღების დონით დაფარვა. ჩატარებული რადიომონიტორინგით მიღებული მონაცემების შესაბამისად, მე-7 სატელევიზიო არხზე 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემი ვერ უზრუნველყოფს სიგნალის სამაუწყებლო დონეს ქ. ბორჯომში. გადამცემის სიმძლავრის 50 ვტ-მდე გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია N151 ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესება ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობების დარღვევის გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია კომისიის N96 (16.03.2001) გადაწყვეტილებაში ლიცენზიის საგანში ცვლილების შეტანა და აღნიშნულის საფუძველზე - შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის„ N151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადაანგარიშება (კომისიის გადაწყვეტილება N7/9 - 09.01.04.) და კომისიის 2004 წლის N226/6 გადაწყვეტილებაში სათანადო ცვლილებების შეტანა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები კომისიის 2001 წლის 16 მარტის N96 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, შესაბამისად N151 ლიცენზიაში და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:
ლიცენზიიის საგანი მე-7 სატელევიზიო არხი (183,25 189,75 მგჰც) გადამცემის სიმძლავრე 50 ვატი (ქ. ბორჯომი და მისი მიმდებარე ტერიტორია);„
2. გადაანგარიშდეს შპს „ტელერადიოკომპანია ბორჯომის„ N151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და განისაზღვროს 16503 (თექვსმეტი ათას ხუთას სამი) ლარით;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის 2112 ლარის (3300 - 1158 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 1056 ლარის (1650 594 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5.უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია ბორჯომმა„ ამ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდა ერთი თვის ვადაში.
6. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 14 მაისის N226/6 გადაწყვეტილებაში და მისი მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (11552 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5.სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (11552 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1444 ლარი - 2004 წლის 18 ივლისამდე;
1444 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1444 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე; „
6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
