წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 287 ეკოლოგიური ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ ¹833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 287 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2004

მიღების თარიღი ივნისი 18, 2004

ეკოლოგიური ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ N833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N14 04.05.2004) მიმართა ეკოლოგიური ასოციაცი ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ კომპანიის N833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 10 მაისს).

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ ეკოლოგიური ასოციაცი ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ სახელზე 1999 წლის 10 მაისს გაცემული იყო ლიცენზია N 833, რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 102,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და წრიულად მოქმედი ანტენის ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებით. ასოციაციამ ,,ადამიანი და ბიოსფერო’’ კომისიის N49 (29.12.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

     კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განესაზღვროს ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ N833 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 4252.50 (ოთხი ათას ორას ორმოცდათორმეტი) ლარით.

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (850.50 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (425.50 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

     (კოდი)

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფერომ’’ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის     20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფერომ’’ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) ასოციაცია ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე მუხლებით განსაზღვრული თანხების გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში,  მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ასოციაცი ,,ადამიანი და ბიოსფეროს’’ N833 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ’’;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი)

         კომისიის თავმჯდომარე:                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები