გადაწყვეტილება N 289 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2004
მიღების თარიღი ივნისი 18, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (TBI 04/448, 16.06.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 575 9410 4754) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (Motorola„-ს და Codan„-ის ტიპის მობილური რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 575 9410 4754) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
