გადაწყვეტილება N 29 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2004 წლის 23 იანვრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 4 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ორი საკითხი:
· შპს მაგთიკომისთვის„, სს საქართველოს ელექტროკავშირისთვის„ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
· კავშირი უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 4 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
