გადაწყვეტილება N 293 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004
მიღების თარიღი ივნისი 25, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 25 ივნისის N 33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 33 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ათი საკითხი:
· შპს დუშეთის ტელევიზიის„ N 236 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
· საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა აპარატის უფროსი);
· შპს ტელეკომის„ N 15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ (მომხს. მ. გოთოშია ტექნიკური სამსახურის უფროსი);
· გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის, ბპ საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის, საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის (GPC), სს ელმავალმშენებელი„-სთვის, შპს ვეზირი„-სთვის, შპს ინტეროპტიკა„-სთვის და შპს ჯეოსელი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 33 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
