წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 294 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 აპრილის N199/4 გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე

ნომერი: 294 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004

მიღების თარიღი ივნისი 25, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30  აპრილის

N199/4 გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე

                 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 30 აპრილის N199/4 გადაწყვეტილებაში „შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი’’-ს  N499, შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705, შპს ,,სელკომ-პლუსი’’-ს N1178, შპს ,,მაია ტვრ’’-ს N1149,  შპს ,,ედელვაისის’’ N841 ლიცენზიების გაუქმების შესახებ„, დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა: შპს „ტელეკომპანია ობიექტივი„ მოხსენიებულია, როგორც შპს „ობიექტივი„.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

  

გადაწყვიტა:

1. შევიდეს კომისიის 2004 წლის 30 აპრილის N199/4 გადაწყვეტილებაში შესწორება: გადაწყვეტილების სათაურსა და მთელ ტექსტში სიტყვები „შპს „ობიექტივი„ შეიცვალოს სიტყვებით „შპს „ტელერადიოკომპანია ობიექტივი„.

2. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო  სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები