გადაწყვეტილება N 295 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004
მიღების თარიღი ივნისი 25, 2004
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SYMFEROPOL - 21 TBK (ADD), SEVASTOPOL 43 TBK (ADD), SYMFEROPOL 47 TBK (ADD), SIMFEROPOL 50 TBK (ADD) და SEVASTOPL-5 21 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/5164, 29.04.04. და N 11.3-07/5239, 05.05.04. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
