გადაწყვეტილება N 298 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004
მიღების თარიღი ივნისი 25, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ (შემდგომში „კომისია”) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის N 177 ბრძანებულების საფუძველზე,
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 18 აპრილის N 173/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში და შინაგანაწესის მე-2 მუხლის 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2.2. მუშაობა იწყება 9 საათზე და მთავრდება 18 საათზე. შესვენება თითოეულ მუშაკს განესაზღვრება ერთი საათის ხანგრძლივობით 13.00 საათიდან 14.00 საათამდე.„
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის 2004 წლის 28 ივნისიდან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილება ხელმოწერით გააცნოს კომისიის აპარატის ყველა მუშაკს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
