გადაწყვეტილება N 03 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და შპს ,,მეტაკომს’’ შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004
მიღების თარიღი იანვარი 09, 2004
შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა\" და შპს ,,მეტაკომს\" შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის\" განცხადება (23.12.2003 6/629-03) შპს ,,მეტაკომთან\" ანგარიშსწორების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორების საკითხთან დაკავშირებით 2003 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ\" სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს ,,მეტაკომისათვის\" თანხის დაკისრების მოთხოვნით. 2003 წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა\" პუნქტით, რომლის მიხედვითაც საქმის წარმოება წყდება თუ ,,საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის\", მიიღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ურთიერთჩართვებთან დაკავშირებული დავების რეგულირება ხდება კომისიის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების\" 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ განიხილა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის\" მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე 2004 წლის 9 იანვარს.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები: შპს ,,მეტაკომის\" დირექტორი ბატონი ი. მეკოკიშვილი, მენეჯერი ბ.ჯალაღონია, გ.გოლოშვილი და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის\" გენერალური დირექტორი ქალბატონი ნ.შარაშენიძე.
მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის\" გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა ნ.შარაშენიძემ დაადასტურა შპს ,,მეტაკომის\" მიმართ შპს ,,ცენტრალური კავსირგაბმულობის კორპორაციის\" მოთხოვნა, 24831,18 ლარის გადახდევინების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის \"თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.დაინიშნოს შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციასა” და შპს ,,მეტაკომს\" შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დავის განხილვა 2004 წლის 30 იანვარს 16 საათზე.
2.უზრუნველყონ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” და შპს ,,მეტაკომმა\" სადავო საკითხებთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა 2004 წლის 26 იანვრამდე;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
