გადაწყვეტილება N 30 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 8 აგვისტოს ¹392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის
8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N 392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 467 240 ლარი, საკონკურსო სხდომის თარიღი - 2003 წლის 31 ოქტომბრის 12 საათი).
კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N 392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია მე-9 არხმა„, შპს სამაუწყებლო კომპანია მზე„-მ და შპს ტელეკომპანია იბერია-ტვ„-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 , 2003 წლის 22 ოქტომბერი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან (კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები).
კომისიის 2003 წლის 24 ოქტომბრის N550/10 გადაწყვეტილების თანახმად, 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომის ჩატარების თარიღი უნდა განისაზღვროს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 455-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N326 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების„ მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2003 წლის 8 აგვისტოს კომისიის N 392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო სხდომა 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, ჩატარდეს 2004 წლის 3 თებერვალს 12 საათზე;
2. კომისიის ეს გადაწყვეტილება:
ა) გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
3. აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
