გადაწყვეტილება N 300 შპს “საქართველოს ტელეკომის” ¹15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004
მიღების თარიღი ივნისი 25, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N04-149 05.03.2004) მომართა შპს „საქართველოს ტელეკომმა” კომპანიის N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს საქართველოს ტელეკომის„ სახელზე გაცემულია ლიცენზია N15 (29.03.1994წ.) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ქსელით მომსახურებაზე. შპს საქართველოს ტელეკომმა„ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს ტელეკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს საქართველოს ტელეკომს„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა წარმოედგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული "რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესრულების დასადგენად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2004 წლის 16 აპრილს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N176 შპს საქართველოს ტელეკომის„ N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ„, რომლის თანახმად, შპს საქართველოს ტელეკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განესაზღვრა 2004 წლის 31 მაისამდე. გამომდინარე იქედან, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,საქართველოს ტელეკომის მიერ კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად, კომისიის 2004 წლის 4 ივნისის N270/22 გადაწყვეტილებით შპს ,,საქართველოს ტელეკომს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა დამატებით განესაზღვრა მიმდინარე წლის 21 ივნისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,საქართველოს ტელეკომის მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე დროს, შპს ,,საქართველოს ტელეკომის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განესაზღვროს შპს „საქართველოს ტელეკომს”-ს N15 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 32630 (ოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაათი) ლარით.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (6526 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
„TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (3263 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელეკომმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელეკომმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) შპს „საქართველოს ტელეკომ”-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე მუხლებით განსაზღვრული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „საქართველოს ტელეკომის” N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
