წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 301 გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 301 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004

მიღების თარიღი ივნისი 25, 2004

გაეროს  მსოფლიო სასურსათო პროგრამასთვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (N243, 23.06.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N01/PL-07/PRO09001) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს „VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას საქართველოში შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N01/PL-07/PRO09001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები