წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 304 სს “ელმავალმშენებელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 304 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004

მიღების თარიღი ივნისი 25, 2004

სს „ელმავალმშენებელისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „ელმავალმშენებელმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 დეკემბრის N1/5-33 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N465/8, 22.06.04) წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის (N493, 03.06.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მაგისტრალური ელმავლების მაკომპლექტებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს სარკინიგზო-სატრანსპორტო რადიოკავშირის ქსელში  ფუნქციონირებისათვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა სს „ელმავალმშენებელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშფაქტურით (N493, 03.06.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „ელმავალმშენებელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის  ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდასჰვილი);

4.გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

     კომისიის  თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები