წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 306 შპს „ინტეროპტიკასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 306 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2004

მიღების თარიღი ივნისი 25, 2004

შპს  „ინტეროპტიკასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია’) აღნიშნავს, რომ შპს „ინტეროპტიკამ„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 9 ოქტომბრის  N03/4-65 დადგენილებით)   კომისიას მიმართა განცხადებით (N4/1; 22.06.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N181202, 04.06.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ინტეროპტიკა„  ლიცენზიის (N795) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობა (სათაო სადგური) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „ინტეროპტიკას„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N181202, 04.06.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „ინტეროპტიკამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები