წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 308 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 308 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

                 საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  (შემდგომში  „კომისია”)  2004 წლის 25 ივნისის N 34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. წარმოდგენილ N 34 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ხუთი საკითხი:

·                    შპს „ევროპა პლუს თბილისი„-სთვის საეთერო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);

·                    ერთის მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ქ. თელავში მცხოვრებ  მომხმარებლებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);

·     შპს „მზეს”-თვის, შპს „იბერიატელის„-თვის და შპს „ბათუს„-თვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N34 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    დაევალოს კომისიის    აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები