წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 31 „მონაცემთა გადაცემაზე და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის ¹574 გადაწყვეტილებაში

ნომერი: 31 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004

მიღების თარიღი იანვარი 23, 2004

 „მონაცემთა გადაცემაზე და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე  რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N574  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

2003 წლის 7 ნოემბრის N774 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ღირებულება განისაზღვრა 2793.36 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარითა და ოცდათქვსმეტი თეთრით) ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება - 2003 წლის 10 ნოემბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ბოლო დირექტივების თანახმად, 2400-2500 მგჰც სიხშირული ზოლი განკუთვნილია საწარმოო, სამეცნიერო და სამედიცინო გამოყენებისათვის. აღნიშნულ ზოლში მომუშავე სუბიექტები უნდა შეეგუონ შესაძლო მავნე ხელშეშლებს, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა უკვე მომუშავე სიხშირული გამომსხივებლისაგან. (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტი, სტატია S5.150).

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ N2 დადგენილების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება „მონაცემთა გადაცემაზე და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე  რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N574  გადაწყვეტილების პირველი პუნქტში: ამოღებულ იქნეს ლიცენზიის საგნიდან  ქ. ზუგდიდში - 2485 მგჰც, ქ. ბათუმში - 2485 მგჰც, ქ. ქუთაისში -2485 მგჰც,  ქ. გორში - 2485 მგჰც, ქ. ფოთში -2485 მგჰც და ქ. თელავში - 2485  მგჰც სიხშირეები და ლიცენზიის საგანი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: „ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება ქ. თბილისში - 3930 მგჰც, 4030 მგჰც, 4110 მგჰც და 4190 მგჰც, ქ. ქუთაისში - 3930 მგჰც სიხშირითა და 1 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით„

2.  შევიდეს ცვლილება „მონაცემთა გადაცემაზე და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე  რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N574  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი)  ლარით„;

3. შევიდეს ცვლილება „მონაცემთა გადაცემაზე და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე  რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N574  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსი ჩატარდეს 2004 წლის 20 თებერვალს, 16 საათზე„;

4. კომისიის ეს გადაწყვეტილება:

ა) გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

5. აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი);

6. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს    (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები