წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 310 სს „ჭიათურმანგანუმისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 310 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

სს „ჭიათურმანგანუმისთვის„  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „ჭიათურმანგანუმმა„ (რეგისტრირებული ქ. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის N 13/5-13 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 03-02-24, 16.06.04) თანდართული მონაცემების შესაბამისად ქ. ჭიათურაში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სს „ჭიათურმანგანუმის„ საქმიანობის საგანია მანგანუმის შემცველობის სხვადასხვა კონცენტრატების დამზადება და რეალიზაცია. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „ჭიათურმანგანუმს„ 164.100 მგჰც და 169.750 მგჰც სიხშირეები ქ. ჭიათურაში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს  სს „ჭიათურმანგანუმისთვის„   მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს სს „ჭიათურმანგანუმმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „ჭიათურმანგანუმისთვის„ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები