წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 313 შპს „ევროპა პლიუს თბილისი“-თვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 313 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

შპს „ევროპა პლიუს თბილისი„-თვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 1  გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად პირველ სამაუწყებლო ზონაში (ქ. თბილისი).

     საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 2 აპრილი, 12 საათი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად - 2004 წლის 20 თებერვალი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

    ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.

        კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს  „ევროპა პლიუს თბილის„-მა, შპს „ქართული კულტურის ტალღა„-მ და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია„-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N2 , 2004 წლის 31 მარტი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომა კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების შესაბამისად გაიმართა  2004 წლის 2 აპრილს 12 საათზე.  კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომის მსვლელობისას შპს „ქართული კულტურის ტალღი„-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – გ. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ  შპს „ქართული კულტურის ტალღა„ უარს ამბობს 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო  საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. შესაბამისად, საკონკურსო სხდომა გაგრძელდა ორი მონაწილის - შპს  „ევროპა პლიუს თბილისი„-სა და შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის„ მონაწილეობით.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 26 დეკემბრის N651 გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა, ფინანსური ასპექტის მიხედვით  2 ქულა, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით  3 ქულა.

ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების მიხედვით ტექნიკური ასპექტის შეფასებისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების ევროპის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან  შესაბამისობის პირობების გათვალისწინებით,  კომისიამ ორივე სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკური პროექტები შეაფასა თანაბრად, რის გამოც აღნიშნულ ასპექტში გამარჯვებული არ გამოვლენილა.  

   ფინანსური ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დაფინანსების გეგმების მიხედვით დაფინანსების  წყაროების და მოცულობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  2 ქულა მიანიჭა შპს  „ევროპა პლიუს თბილისს„.

            პროგრამირების ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე, მათში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის პირობების გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  3 ქულა მიანიჭა  შპს „ევროპა პლიუს თბილისს„.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 2 აპრილს მიიღო N150 გადაწყვეტილება საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „ევროპა პლიუს თბილისის„ გამოცხადების შესახებ. კომპანია  თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

    კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის 2004 წლის 2 აპრილის  N150 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ევროპა პლიუს თბილისმა„ სალიცენზიო გადასახდელის 20% (2 138,4)  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (1 069,2) გამოკლებით – 1 069,2  ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და  სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ  1 069,2 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ე„ ქვეპუნქტის, 453-ე და 454-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 2 აპრილის საკონკურსო სხდომის N150  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1405  ლიცენზია შპს „”ევროპა პლიუს თბილისს„  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 1 გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონასა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:

1  

სამაუწყებლო

    ზონა

   ანტენის განთავსების

         ადგილი

   გეოგრაფიული

   კოორდინატები

   ანტენის სიმაღლე

      მიწის ზედ. მ

   სიხშირე მგჰც

    სიმძლ. კვტ

    მაუწყებლობის

    საშ. რად კმ.

        1

    თბილისის ანძა

    44E47; 41N41

       100

        99.6

       1

      25

3.  შპს ,,ევროპა პლიუს თბილისი’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განზსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.

მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7 484,4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

  დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო

გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

831,6- ლარი - 2004 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2005 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2006 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2007 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2008 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2009 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2010 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2011 წლის 2 აგვისტო

831,6- ლარი - 2012 წლის 2 აგვისტო

5. შპს „ევროპა პლიუს თბილისმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                   დ. ქიტოშვილი                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები