წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 317 შპს “ბათუსთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 317 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

შპს „ბათუსთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმ” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 31 მაისის N01/04-1816 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N45669 XS) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ  „კენვუდის„ ტიპის სატარებელ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ბათუს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციის (N45669 XS) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ბათუმ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები