წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 318 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 318 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2004

მიღების თარიღი ივლისი 02, 2004

გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისთვის  საქართველოში (UNOMIG)  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებით (02.03.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N AWB 257 61034002) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს მობილურ სატელიტურ ტელეფონებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N AWB 257 61034002) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები