გადაწყვეტილება N 32 ს.ს. „საქართველოს ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
ს.ს. საქართველოს ბანკისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ს.ს საქართველოს ბანკმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 19/31, 07.01.04.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ბანკის ხელმძღვანელობის პირადი დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ს.ს. საქართველოს ბანკს„ ერთი წლის ვადით ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. კომერციულ საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს ს.ს. საქართველოს ბანკისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);
4. უზრუნველყოს ს.ს. საქართველოს ბანკმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს.ს. საქართველოს ბანკისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
