გადაწყვეტილება N 320 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 09 ივლისის N 36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N36 სხდომის დღის წესრიგის მე-7 საკითხი (შპს ლომსია„-სთვის N951 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ) მ/წლის 16 ივლისის N 38 სხდომის დღის წესრიგში;
2. წარმოდგენილ N 36 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:
· საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, კომპანია სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, სს ტელენეტისთვის„, შპს ჯეოსელი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
3. დამტკიცდეს კომისიის N 36 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
