გადაწყვეტილება N 322 შპს “სერვისი”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სერვისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ, 15.02.1999 წელს, რეგისტრაციის N 5ა/4-2027) კომისიას მიმართა განცხადებით (20.06.2004 წ.), ქ. თბილისში ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სერვისი” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის გათვალისწინებით, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 5000 სააბონენტო ნომრის ტევადობით. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საწყის ეტაპზე შპს სერვისს” გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 485XXX-486XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომრის ტევადობით), ხოლო აღნიშნული რესურსის ათვისების შემთხვევაში ნუმერაციის დამატებითი რესურსის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად.
2004 წლის 2 ივლისს ჩატარებულ ზეპირ მოსმენაზე აღინიშნა, რომ შპს სერვისის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა„ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1404 ლიცენზია შპს სერვისს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება ქ. თბილისში;
2. მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 485XXX-486XXX გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად ლიცენზიის მოქმედების ვადით;
3. ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების თაობაზე;
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
5. შპს სერვისმა„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
