გადაწყვეტილება N 326 პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპს„საქტელის“ ¹1291 და ¹1292 ლიცენზიების გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით შპსსაქტელის„ N1291 და N1292 ლიცენზიების გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ კომისიის 2004 წლის 2 აპრილის N149 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქტელის N1291 და N1292 ლიცენზიების გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 9 ივლისი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,საქტელის სახელზე 2001 წლის 30 ნოემბერს გაცემულ იქმა ლიცენზია N1291 რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებას (ქ. თბილისი) და ლიცენზია N1292 რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებას. კომპანიას ორივე ლიცენზიისათვის პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვრა ლიცენზიის გაცემიდან 12 თვე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 2 ივლისს კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს ,,საქტელის მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, რაც ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს საქტელის„ N1291 და N1292 ლიცენზიები ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში (12 თვე) პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს საქტელს„ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (გ.გოგელიას);
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
