წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 327 სს ,,გლობალ ერთის’’ ¹586 და ¹1383, შპს ,,ტრანსკომის’’ ¹1298, სს ,,ეგრისის’’ ¹345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ ¹843 და სს ,,ტელენეტის’’ ¹1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 327 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004

მიღების თარიღი ივლისი 09, 2004

სს ,,გლობალ ერთის’’ N586 და N1383, შპს ,,ტრანსკომის’’ N1298, სს ,,ეგრისის’’ N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ N843 და სს ,,ტელენეტის’’ N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში (შემდგომში ,,კომისია’’) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ ერთის„ N586 და N1383, შპს „ტრანსკომის„ N1298, სს „ეგრისის„ N345, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების„ N843 და სს,,ტელენეტი„ N1358, ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერებას ლიცენზიის მფლობელი მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესების დარღვევისათვის.

ლიცენზიების შეჩერების წარმოება დაიწყო კომისიის 2004 წლის 2 აპრილის N149 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ განახორციელებული სატესტო ზარების და სს „საქართველოს ელექტროკავშირის„, შპს „ახალი ქსელების„, შპს „ახტელისა„ და შპს „ჯეოსელის„ მიერ გადმოცემული მონაცემების, აგრეთვე შპს „მაგთიკომიდან„ მიღებული კონკრეტული ბილინგის ამონაწერის საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ მოსკოვის საერთაშორისო ბირჟაზე ზღვრულ ტარიფზე ნაკლები ტარიფით შესყიდული ზარები საქართველოში დასრულდა სს ,,გლობალ ერთის’’, შპს ,,ტრანსკომის’’, სს ,,ეგრისის’’, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ და სს ,,ტელენეტის’’  ქსელის მეშვეობით.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობები საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში, ამავე დროს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობა კომპანიებს (14.05.04 N02/617-04; 14.05.04 N02/618-04;  14.05.04 N02/619-04; 14.05.04 N02/620-04; 14.05.04 N02/621-04;) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 8 ივნისი.

2004 წლის 1 ივნისს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა კავშირგაბმულობის ოპერატორების, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე, კომისიის წევრები: კ.პოპიაშვილი, დ.პატარაია. გამომდინარე იქედან, რომ 2004 წლის 8 ივნისს კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე გადადგა თანამდებობიდან და კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა დ.ქიტოშვილი,  კომისიის წევრს-კ.პოპიაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა 2004 წლის 11 ივნისს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ კენ­ჭის­ყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნოს მხო­ლოდ იმ წევრს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და საქ­მის ზეპირ მოსმენაში, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება 2004 წლის 15 ივნისს 16 საათზე. ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარების შესახებ ეცნობათ სს ,,გლობალ ერთს’’, შპს ,,ტრანსკომს’’, სს ,,ეგრისს’’, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციებს’’ და სს ,,ტელენეტს’’.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიების შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ და განმეორებითი ზეპირი მოსმენა დაინიშნა ა/წლის 2 ივლისს.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილულ იქნა  სს „გლობალ ერთის„, სს „ეგრისის„, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების„ და სს „ტელენეტი„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კერძოდ, ხელშეკრულებები საერთაშორისო ოპერატორებთან, აგრეთვე ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტები.

სს „გლობალ ერთმა„ წარმოადგინა „სალიტოკსთან„, „როსტელკომთან„, „ტელეპორტთან„ გაფორმებული ხელშეკრულებების დანართები, რომელშიც მითითებული ტარიფები შეესაბამება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის  N5 დადგენილების მოთხოვნებს. სს „გლობალ ერთმა„ აგრეთვე სრულად წარმოადგინა აპრილის თვეში, ხოლო ნაწილობრივ მაისის თვეში გაგზავნილი ინვოისების ასლები.

სს ,,ეგრისის’’ განცხადებით მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარები, რომლებიც ფიქსირებული ოპერატორების ქსელში დასრულდა სს ,,ეგრისის’’ ქსელიდან, კომპანიის საერთაშორისო სადგურში შესულია რუსეთის კომპანიის ,,ტელეპორტ-ტპ’’-ის არხით. სს ,,ეგრისმა’’ წარმოადგინა ,,ტელეპორტ-ტპ’’-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტერმინაციის საფასური შეადგენს 0.07 აშშ დოლარს საქართველოს ფიქსირებულ ქსელში და 0.125 აშშ დოლარს მობილური ოპერატორების ქსელში. სს „ეგრისმა„ წარმოადგინა აგრეთვე „ტელეპორტისთვის„ გაგზავნილი ინვოისის ასლები, რომელშიც მითითებულია საქართველოში ზარის ტერმინაციის ტარიფი ასევე შეადგენს  0.07 აშშ დოლარს და 0.125 აშშ დოლარს.

შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ განცხადებით მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო ზარები, რომლებიც დასრულდა შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ ქსელიდან კომპანიის სადგურში შესულია კომპანიების ,, ბის-ინფორმის„ და  ,,სოვინტელისl„ ქსელიდან და დასრულებულია სს ,,საქართველოს ელექტროკავშირის’’ ქსელში. კომპანიის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულებები „ბის-ინფორმთან„, „სოვინტელთან„, რომლებშიც მითითებული ტარიფები შეესაბამება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის  N5 დადგენილების მოთხოვნებს.  წარმოდგენილია აგრეთვე ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტაცია.

სს ,,ტელენეტის’’ მიერ აღინიშნა, რომ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახებების დასრულებას სათანადო ხელშეკრულებების შესაბამისად სს ,,ტელენეტი’’ ახორციელებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის ოპერატორის ,,როსტელეკომის’’ სატელეკომუნიკაციო ქსელიდან. ხელშეკრულების შესაბამისად სს ,,ტელენეტის’’ ტარიფი ,,როსტელეკომის’’ კავშირგაბმულობის ქსელიდან შემოსული საერთაშორისო გამოძახებების საქართველოში დასრულების სანაცვლოდ შეადგენს თითოეული წუთისათვის 0.07 აშშ დოლარს ფიქსირებულ ქსელზე და 0.125 აშშ დოლარს მობილურ ქსელზე. კომპანიამ წარმოადგინა ,,როსტელეკომისათვის’’ გაგზავნილი აპრილის თვის ინვოისის ასლი.

შპს ,,ტრანსკომის’’ განმარტების შესაბამისად კომპანიას შპს ,,ჯეოსელიდან’’ აღებული აქვს 2 სატელეფონო ნომერი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სატესტო და ტექნიკური დანიშნულების ზარებისათვის. შპს ,,ტრანსკომი’’ ,,VolP eXchange’’  ბირჟასთან არ აწარმოებს ფინანსურ და სხვა სახის ოპერაციებს ტრაფიკის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების არარსებობის გამო. შპს „ტრანსკომი„ შპს „ჯეოსელისგან„ ტრაფიკს სატელეფონო ტრაფიკს ყიდულობს საცალო ფასში, ამიტომ გამორიცხულია მოცემული ტრაფიკის რელიზაციის ფინანსური დაინტერესება კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე ნაკლებ ფასში.

შპს „ტრანსკომს„ არ წარმოუდგენია სატესტო ზარებთან დაკავშირებული საბილინგო ინფორმაცია იმ მოტივით, რომ ეს ზარები არ არის აღრიცხული მის ბილინგში.  მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადგენილია, რომ სატესტო ზარები დაფიქსირებულია შპს „ჯეოსელის„ სადგურში, როგორც შპს „ჯეოსელის„ აბონენტის - შპს „ტრანსკომის„ მიერ წამოწყებული ზარი.

კომისიის სხდომაზე შპს „ტრანსკომის„ წარმომადგენელმა დ.მახარაძემ განაცხადა, რომ შპს „ტრანსკომს„ არ გააჩნია ბილინგის საშუალება, რომელიც მოახდენს მის სადგურში შემოსული ზარების აღრიცხვას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, ინვოისები) და მიიჩნია, რომ სს ,,გლობალ ერთის’’, სს ,,ეგრისის’’, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ და სს ,,ტელენეტის’’ მიმართ ამ ეტაპზე არ დასტურდება მათ მიერ კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფის დარღვევა, შესაბამისად არ არსებობს  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერებას ლიცენზიის მფლობელი მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესების დარღვევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება შპს ,,ტრანსკომს’’, კომპანიის მიერ აღიარებულია, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული სატესტო საერთაშორისო ზარები არ არის აღრიცხული კომპანიის ბილინგში. შპს „ტრანსკომს„ საერთაშორისო ტრაფიკის აღრიცხვას ავალდებულებს "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილება, რომლის 61 მუხლის თანახმად -  ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ტრაფიკების (მოცულობებისა) და მიღებული შემოსავლების შესახებ ამ დადგენილებით განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით.

 გარდა ამისა, შპს „ტრანსკომს„, როგორც საერთაშორისო ოპერატორს არ აქვს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „ჯეოსელთან„, რომლის გაფორმების ვალდებულებას „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411 მუხლი და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულება ითვალისწინებს. აღნიშნული დებულების მე-8 მუხლი ასევე ითვალისწინებს ურთიერთჩართული მხარეების ვალდებულებას ტრაფიკის აღრიცხვის თაობაზე.

 კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ტრანსკომის„ N129 ლიცენზია ექვემდებარება შეჩერებას ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის შესაბამისად.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის,  39-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ,,გლობალ ერთის’’ N586, N1383, სს ,,ეგრისის’’ N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების’’ N843 და სს ,,ტელენეტის’’ N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.

2. შეჩერებული იქნას შპს ,,ტრანსკომის’’ N1298 ლიცენზიის მოქმედება ორი თვის ვადით.

3. უზრუნველყოს შპს „ტრანსკომმა„ ბილინგის სისტემის დამონტაჟება და ამოქმედება, აგრეთვე ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმება კავშირგაბმულობის ოპერატორებთან (მათ შორის შპს „ჯეოსელთან„);

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ლიცენზიის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                   დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები