გადაწყვეტილება N 328 შპს “ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
შპს „ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია სექიურითიმ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N 5ა/4-3390 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N96, 22.06.04.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე. შპს „ჯორჯია სექიურითის” საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს მოქალაქეთა სიცოცხლისა, მათი მატერიალური ქონების დაცვა ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ მიზნით დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟი და ექსპლოატაცია. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ჯორჯია სექიურითის” 150.550 მგჰც, 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. მიეცეს ნებართვა შპს ჯორჯია სექიურითს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
3. უზრუნველყოს შპს ჯორჯია სექიურითმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
4. აღირიცხოს შპს „ჯორჯია სექიურითისთვის” მინიჭებული სიხშირეები და მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯორჯია სექურითისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
