გადაწყვეტილება N 329 შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 270, 05.06.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის („VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია მონაცემთა გადაცემა-მიღებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-ს მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2.უზრუნველყოს შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
