წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 33 შპს ტელერადიოკომპანია “იბერია ტვ”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 33 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004

მიღების თარიღი იანვარი 23, 2004

შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-მ კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/01, 14.01.04.) ქ. თბილისში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”, N 702 ლიცენზიის  პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში მე-2 სატელევიზიო არხზე, 2  კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია ოფისიდან თბილისის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-ს 1640 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-სთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-სთვის  სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

    კომისიის  თავმჯდომარე                                                           ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები