გადაწყვეტილება N 330 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2004
მიღების თარიღი ივლისი 09, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („SVYATOY VARFOLOMEY”, „PRINCE-7”, „SVYATOY ANDREY”, „SAMUR-11” და „SAMUR-12”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0547 |
Gonda Shipping Limited |
„SVYATOY VARFOLOMEY” |
4LYJ |
213 466 000 |
69488 |
|
2 |
0548 |
Eastport Shipping S.A. |
„PRINCE-7” |
4LYK |
213 467 000 |
- |
|
3 |
0549 |
Massena Maritime Inc. |
„SVYATOY ANDREY” |
4LYL |
213 468 000 |
69489 |
|
4 |
0551 |
Samur 2 Shipping Company S.A. |
„SAMUR-11” |
4LYN |
213 470 000 |
69490 |
|
5 |
0546 |
Samur 2 Shipping Company S.A. |
„SAMUR-12” |
4LYO |
213 471 000 |
69491 |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
