გადაწყვეტილება N 335 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია”) აღნიშნავს, რომ, კომისიას მიმართა შპს ქართული კულტურის ტალღა”-მ წერილით (02.04.2004) ქ. თბილისის ზონაში საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმით განსაზღვრულია ქ. თბილისის სამაუწყებლო ზონაში თავისუფალი სიხშირე - 98.0 მგჰც.
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ„ 2004 წლის 13 აპრილს კომისიის N 166/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 1 გადამცემის გამოყენებით პირველ სამაუწყებლო ზონაში (ქ. თბილისი).
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2004 წლის 3 ივნისის 17 საათით. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 16 ივლისი 12:00 საათი.
საქართველოს კანონმდებლობისა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2004 წლის 13 აპრილს კომისიის N 166/10 მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ქართული კულტურის ტალღა„-მ, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N 2 , 2004 წლის 31 მარტი), რომ შპს „ქართული კულტურის ტალღა„-ს მიერ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში„. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლოცენზიის მისაღებად გადაიხადოს 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455 მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ქართული კულტურის ტალღა„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.
2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2 138,4 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 1 069,2 (ათას სამოცდაცხრა ლარისა და 20 თეთრის) ლარის გამოკლებით (1 069,2 - ათას სამოცდაცხრა ლარი და 20 თეთრი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე;
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი თი-ბი-სი„;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% - 1 069,2 (ათას სამოცდაცხრა ლარი და 20 თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე;
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7484,4 (შვიდი ათას ოთხას ოთხოცდაოთხი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ. ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეებისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ქართული კულტურის ტალღა„-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ქართული კულტურის ტალღა„-სთვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
