გადაწყვეტილება N 336 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 16 ივლისის N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგის მესამე საკითხი (კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტიანი გარემოს შექმნის წინაპირობების თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ) მ/წლის 30 ივლისის კომისიის N 40 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ N 38 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ოთხი საკითხი:
· შპს საქართველოს ტელეკომის„ N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
· შპს მზე„-სთვის, შპს უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური თორნი„-სთვის, სს ქართული შაქრისთვის„ და შპს სოლარ ჯორჯია„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ;
3. დამტკიცდეს კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
