გადაწყვეტილება N 34 ი/ს “ინგა შარვაძე - სამშობლოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 29.09.03, საინდენტიფიკაციო ნომერი 104449553) კომისიას მიმართა განცხადებით (N 002; 20.12.03) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლოს” საქმიანობის საგანს წარმოადგენს კერძო პირების, სახელმწიფო და კომერციული ობიექტების დაცვა. სიხშირეები განსაზღვრულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლოს” 165.275 მგჰც და 170.725 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/ს „ინგა შარვაძე სამშობლოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლომ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „ინგა შარვაძე - სამშობლოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
