გადაწყვეტილება N 340 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 23 მარტის სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა და შპს ,,ახალ ქსელებს, სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა და შპს ,,ახტელს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები, მიიღო გადაწყვეტილება N133, რომლის თანახმად სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ერთი კვირის ვადაში, ხოლო სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის - ერთი თვის ვადაში.
კომისიას მიმართა შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალურმა დირექტორმა ა.იაშვილმა N658, 14.05.2004წ. წერილით, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული.
კომისიამ სს საქართველოს ელექტროკავშირის„ დირექტორს ბატონ მ.კანკავას მიმართა წინადადებით, უზრუნველეყო კომისიის გადაწყვეტილების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია გამოიყენებდა კანონმდებლობით (კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა„ ქვეპუნქტით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით) გათვალისწინებულ ზომებს.
2004 წლის 7 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ წერილი (N897, 7.07.2004წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დღემდე არ არის გაფორმებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2004 წლის 16 ივლისის სხდომაზე განიხილა საკითხი სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს ახალი ქსელების„ და შპს ახტელის„ გენერალური დირექტორი ა.იაშვილი, სს საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები ბ.ბუხულეიშვილი, ნ.ტატუაშვილი, უ.სეთური და ზ.მჭედლიშვილი.
ა.იაშვილმა განაცხადა, რომ მას წარდგენილი აქვს ხელშეკრულების პროექტები სს საქართველოს ელექტროკავშირისთვის„.
მხარეთა განცხადებით, ისინი შეთანხმებული არიან ურთიერთჩართვის წერტილების თაობაზე. ამავე დროს, მათ შორის მიღწეულია შეთანხმება ურთიერთჩართვისთვის საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე, კერძოდ, ურთიერთჩართვის საპროექტო სიმძლავრეებთან შესაბამისობაში მოყვანას ასს 69-ში უზრუნველყოფს შპს ახალი ქსელები„, ხოლო 52 და 33 ასს-ებში სს საქართველოს ელექტროკავშირი„. სადავო საკითხად რჩება ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების დაწყების თარიღი.
კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს ელექტროკავშირის”, შპს „ახალი ქსელების” და შპს „ახტელის” წარმომადგენლებმა შესაძლებლად მიიჩნიეს ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების დაწყება იმის შემდეგ, როდესაც ურთიერთჩართვა განხორციელდება შეთანხმებული ტექნიკური პროექტის შესაბამისად. წარმომადგენლების განცხადებით, მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების დაწყება შესაძლებელია ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტის შესაბამისად ურთიერთჩართვის განხორციელებიდან მე-8 დღეს.
კომისიას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება ზემოაღნიშნული პირობები. კომისიამ აგრეთვე მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ურთიერთჩართვის ტექნიკურად განხორციელება და ლოკალურ ქსელში ანგარიშსწორების დაწყება მხარეებმა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2004 წლის 1 სექტემბრისა;
კომისია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411 მუხლისა და კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისია თავად დაადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყონ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა”, შპს „ახალმა ქსელებმა” და შპს ახტელმა„ 2004 წლის 21 ივლისამდე ხელმოწერილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიის სხდომაზე შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
