გადაწყვეტილება N 341 შპს “ძველი ქალაქის” ¹ 1117 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 8-2004, 03.06.04.) მიმართა შპს „ძველმა ქალაქმა” კომპანიის N 1117 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2004 წლის 3 აგვისტომდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ძველი ქალაქის” სახელზე 1999 წლის 13 სექტემბერს გაცემული იყო ლიცენზია N 1117, რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას 107.9 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ქუთაისი).
შპს „ძველმა ქალაქმა” კომისიის N 24 (02.02.01.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში, მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მაუწყებლობის პროცესში დაცულია FM სამაუწყებლო სტანდარტით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრები. რადიოგადამცემი არ წარმოქმნის მავნე რადიოხელშეშლებს. დაცულია ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობები. რეგულირების საფასურის თანხა ჩარიცხულია დროულად, მაგრამ გაანგარიშებები წარმოდგენილია დაგვიანებით. დღევანდელი მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განესაზღვროს შპს „ძველ ქალაქს” N 1117 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 5670 (ხუთი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარით;
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (1134 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (567 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „ძველმა ქალაქმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა გადახდა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „ძველმა ქალაქმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდა ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე) შპს ,,ძველი ქალაქის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,ძველი ქალაქის” N 1117 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
