გადაწყვეტილება N 345 შპს „ტელეკომპანია ლომსია“-სათვის ¹951 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის 1 ივნისს განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია ლომსია„-მ კომპანიის N951 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ტელეკომპანია ლომსია„-ზე 1999 წლის 14 მაისს გაცემული იყო ლიცენზია N951, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას მე-2 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის მეორადი გამოყენების უფლებით, ანტენის სიმაღლე 30 მეტრი, მიწის ზედაპირიდან ქ. ახალციხეში. შპს ტელეკომპანია ლომსია„-მ კომისიის N177 (30.03.2001 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 2003 წლის 3 ოქტომბერს კომისიის N499 გადაწყვეტილებით შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს N951 ლიცენზია მოდიფიცირდა და ლიცენზიის საგანი განისაზღვრა: საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. ახალციხეში მე-2 სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.„
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს N951 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 23 აპრილს, ხოლო განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომპანიამ კომისიაში შემოიტანა მხოლოს 2004 წლის 1 ივნისს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს მიერ დარღვეულია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც, ხოლო ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით, იმ შემთხვევაში თუ მას ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და მე-40 მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელის წესები„-ს მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველი დარჩეს შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს 2004 წლის 1 ივნისის განცხადება;
2. გაუქმდეს შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს N951 ლიცენზია;
3. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის გვერდზე და გაეგზავნოს შპს ტელეკომპანია ლომსია„-ს (გ. რატიშვილი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
