წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 348 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 348 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004

მიღების თარიღი ივლისი 16, 2004

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილები (N 11.3-09/6237, 24.05.04; N 11.3-09/6482, 27.05.04; N 11.3-09/6709, 03.06.04. და        N 11.3-09/6712, 03.06.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის FEODOSIYA – 100.1 MHz, BERDIANSK – 103.8 MHz, BERDIANSK – 91.50 MHz, VASYLIVKA – 105.8 MHz,  SIMFEROPOL – 88.00 MHz და SIMFEROPOL – 104.3 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის  FEODOSIYA – 100.1 MHz, BERDIANSK – 103.8 MHz, BERDIANSK – 91.50 MHz, VASYLIVKA – 105.8 MHz,  SIMFEROPOL – 88.00 MHz და SIMFEROPOL – 104.3 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-09/6237, 24.05.04; N 11.3-09/6482, 27.05.04; N 11.3-09/6709, 03.06.04. და N 11.3-09/6712, 03.06.04.  წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;   

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირტა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე).

          კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები